რეზონანსი
14.01.2022

პანდემიას ომიკრონით ვერ დავასრულებთ. მე როგორც ერთი ექსპერტი და ექიმი გეუბნებით, რომ ომიკრონი არ იქნება დასასრული, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი ჩვენზე ჭკვიანია.

"ჩვენზე ჭკვიანია ეს ვირუსი. პირდაპირ შემიძლია ასეთი განცხადება გავაკეთო. გვჯობნის და გვჯობნის იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცავთ ზუსტად, ცხოვრების ჯანსაღ წესს. ჩვენი ორგანიზმი არ არის მომზადებული ამისთვის და ჩვენი იმუნური სისტემა არ არის იმდენად ძლიერი, რომ ამას შეებრძოლოს. ადამიანებს უწევს ამ ახალ ვირუსებთან შებრძოლება. ყოველდღიურად ახალი მუტაცია მოდის. პანდემიას ომიკრონით ვერ დავასრულებთ. მე როგორც ერთი ექსპერტი და ექიმი გეუბნებით, რომ ომიკრონი არ იქნება დასასრული. კიდევ გამოჩნდება სხვა ფორმა, რომელიც შესაძლოა სუსტი იყოს, მაგრამ შესაძლოა ძლიერიც იყოს", - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×