რეზონანსი
15.01.2022

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციი VII მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში, ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, ნაცნობ-მეგობრები, 18 წლამდე ბიჭები და გოგოები შეიკრიბნენ.

მეზობლების ინფორმაციით ბინიდან ხმაური გამოდიოდა, პერიოდულად ზოგი მიდოდა და მათ ნაცვლად სხვები მოდიოდნენ. არსებული ინფორმაციით არასრუწლოვანებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და ასევე სავარაუდოდ მსუბუქი ნარკოტიკი. გამთენიისას, ერთერთი მათგანი, არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა. მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, დარეკეს 112-ში და გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივები პირად საუბრებში აცხადებენ რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ნარკოკომას. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×