რეზონანსი
15.01.2022

„ომიკრონი" დომინანტური ხდება. ამ დროისთვის საქართველოში ახალი შტამით 1185 ადამიანი დაინფიცირდა.

ექიმები ამბობენ, რომ „ომიკრონი" აღმოჩნდა ყველაზე გამძლე მუტაცია, რომელზეც ვაქცინაციის 2 დოზა ეფექტური არ არის:

„ომიკრონი" აღმოჩნდა ყველაზე გამძლე მუტაცია და მასზე ვაქცინების ჩვეულებრივი, სტანდარტული 2 დოზა არ მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება. ასევე, კიდევ ერთი მაჩვენებელი ის არის, რომ „ომიკრონისთვის" არ წარმოადგენს წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია. რამ შეგვიძლია დღეს დაგვიცვას? მხოლოდ 2 რამაა - ერთი: თუ თქვენ გადაიტანეთ ინფექცია და შემდეგ გაიკეთეთ ვაქცინა და მეორე - თუ თქვენ გაიკეთეთ 2 დოზა და შემდეგ მას დაამატეთ ბუსტერ დოზაც", - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×