რეზონანსი
15.01.2022

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც თავად ამ­ბობს, მას "ომიკ­რო­ნი" და­უ­დას­ტურ­და და აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აც­რამ ძა­ლი­ან და­იც­ვა.

ახა­ლი შტა­მის სიმპტო­მებ­სა და მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"ეს არ არის მარ­ტი­ვი ვირუ­სი. ამ წუ­თამ­დე არ ვიცი, ვის­გან გა­და­მე­დო ვირუ­სი. რო­გორც ჩანს, შემ­თხვე­ვით მო­მენ­ტი იყო, რომ გა­და­მე­დო. ერთი ვიცი ზუს­ტად, რომ მე რომ აც­რი­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო აქ პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვა მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა. მე მაქვს ფილ­ტვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და ვირუ­სი ჩემ­თვის კა­ტას­ტრო­ფაა.

ვფიქ­რობ, რომ "ომიკ­რო­ნის" დროს ერ­თა­დერ­თი რა­მაც და­მიც­ვა, ვაქ­ცი­ნაა. გუ­შინ გა­და­ვი­ღე კატე და აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ზი­ა­ნე­ბა არ მაქვს. ექი­მებ­მაც მი­თხრეს, რომ მე რომ ორგზის აც­რი­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, აქ ჩარ­თვას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. რო­გორც გი­თხა­რით, მე მაქვს "ომიკ­რო­ნი". თა­ვი­დან რომ გა­ვი­გე, სა­ო­ცარ­მა პა­ნი­კამ ამი­ტა­ნა, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ას სულ ვა­კონ­ტრო­ლებ.

ყვე­ლამ ვი­ცით რა ხდე­ბა სამ­ყა­რო­ში. ახლა კუ­დის ქი­ცი­ნის დრო არ არის. ახლა არ არის ან­ტი­ვაქ­სე­რი ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის კუ­დის ქი­ცი­ნის დრო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია მუდ­მი­ვად მო­უ­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­რის­კენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, ყო­ველ­დღე რომ ვიღ­ვი­ძებ ახალ-ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი მჭირს. ყნოს­ვის და გე­მოს და­კარ­გვა არ მქო­ნია. ღამე და­მე­წყო არა­ნორ­მა­ლუ­რი კან­კა­ლი. უცებ რომ გა­ი­ყი­ნე­ბი და არა­ფე­რი არ გშვე­ლის. მივ­ხვდი რომ ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სი. ორ­გა­ნიზ­მში რომ შე­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი და გან­ჯღ­რი­ოს, ასე­თი რამ და­მე­წყო. შემ­დეგ იყო ხვე­ლე­ბა, სუნ­თქვა დი­დად არ გამ­ჭირ­ვე­ბია, თუმ­ცა მერე და­ი­წყო უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბი. დღეს რომ გა­ვიღ­ვი­ძე სა­ერ­თოდ ვერ ვსუნ­თქავ­დი. გა­გუ­დუ­ლი ვი­ყა­ვი, სა­ნამ წა­მა­ლი არ ჩა­ვიწ­ვე­თე, ვერ ვსუნ­თქავ­დი.

ყო­ველ­დღი­უ­რად ხან სუნ­თქვის გა­ჭედ­ვა გე­მარ­თე­ბა, ხან ყელი მტკივ­დე­ბა. უც­ნა­უ­რი ვირუ­სია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ დროს მოძ­რა­ო­ბა. ექი­მე­ბიც ამას მირ­ჩე­ვენ. სახ­ლში მუდ­მი­ვად საქ­მეს ვა­კე­თებ, რომ მოძ­რა­ო­ბა­ში ვიყო. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან მხნედ ვარ" - ამ­ბობს გრი­გო­ლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×