რეზონანსი
15.01.2022

უხეში დათვლებით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი, ახლა არის „ომიკრონი", თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში" განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 10-14 დღეში ქვეყანაში კორონავირუსის ყველა შემთხვევა იქნება „ომიკრონი".

„ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები ავრცელებენ და ძირითადად, როგორც ისინი ამბობენ, თბილისში „ომიკრონის" გავრცელება არის 60 %, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 40-დან 50%-მდეა. უხეში დათვლებით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი ახლა არის „ომიკრონი", თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება. ამიტომ, ძალიან დიდი დრო არაა საჭირო იმისთვის, როდესაც ქვეყანაში ყველა შემთხვევა იქნება „ომიკრონი" და ეს იქნება ალბათ, მაქსიმუმ 10-14 დღე, მეტი ამას არ დასჭირდება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×