რეზონანსი
15.01.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი იერმაკმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი" ავრცელებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით რუსეთის მხრიდან პასუხს, მაგრამ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გარკვეული ინტერესით შეხვდნენ ჩვენს წინადადებას", - აღნიშნა ანდრეი იერმაკმა.

მისი თქმით, კიევი მხარეებს ვირტუალურ შეხვედრას სთავაზობს.

"ვფიქრობ, ეს არის პროაქტიული პოზიცია, რომელიც უკრაინას მოლაპარაკებებში ჩართავს. თუ საუბარია ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვაზე, აუცილებელია უკრაინის ჩართვა", - აღნიშნა იერმაკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×