რეზონანსი
15.01.2022

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. მისი განმარტებით, როდესაც ქვეყანაში "ომიკრონის" შტამი ცირკულირებს, საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა ამ პრინციპმა, რადგან "ომიკრონის" დროს, ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ აღენიშნებათ ინფიცირებულებს:

"მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ.

დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ,"- წერს "ფეისბუქზე" მაია ბუწაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×