რეზონანსი
15.01.2022

აშშ და ნატო მზად არიან რუსეთთან შეხვედრა კვლავ გამართონ და ორმხრივი დიალოგი გააგრძელონ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს 12 იანვარს გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს შემდგომ მომდევნო ნაბიჯების განსახილველად, აშშ და ნატო მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს და მხარს უჭერენ დიპლომატიისა და ორმხრივი დიალოგის გაგრძელებას. აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ერთიანი არიან დიპლომატიურ გზაზე და მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ მისი მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის",- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე აშშ-სა და რუსეთსა და ნატო-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×