რეზონანსი
15.01.2022

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში ნატო-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და ნატოში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება.

„ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე. ვფიქრობ, ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, ნატოს ხელმძღვანელობასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მექნება სხვა შეხვედრებიც ნატოს წარმომადგენლებთან, რაც ძალიან სასარგებლო იქნება და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას რათა, შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში", - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ნატო -რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. ზალკალიანის განცხადებით, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ნატოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია.

„შეიძლება ითქვას, რონ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კავშირი ბრიუსელთან. ჩემი სატელეფონო საუბრის დროს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მან გადმომცა ნატოს გენერალური მდივნის მიწვევა, რომ ვეწვიო ბრიუსელს და იქ გავაგრძელოთ დისკუსია. ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად დროული და მნიშვნელოვანი ვიზიტი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×