რეზონანსი
15.01.2022

"დამ­ძი­მე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­ღე­ბე­ბი დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია. სე­რი­ე­ბის ეთერ­ში გას­ვლის თა­რიღს მალე შე­გა­ტყო­ბი­ნებთ. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას!" - ვკი­თხუ­ლობთ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ფე­ის­ბუქ გვერ­დზე.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­მა" სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­ღე­ბა შე­ა­ჩე­რა. სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი, ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე ამ­ბობს, რომ ორ­კვი­რი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა, მხო­ლოდ არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბის გამო გა­მო­ა­ცხა­დეს.

რო­გორც ამ­ბობს, კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი თან­და­თან მა­ტუ­ლობს და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- გარ­შე­მო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და და ამ კო­ვი­და­ფეთ­ქე­ბის გამო, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა შე­ვა­ჩე­რეთ და აქ სხვა არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. იმ­დე­ნად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამას­თან, სახ­ლში ბევ­რს ჰყავს რის­კჯ­გუ­ფის მქო­ნე ოჯა­ხის წევ­რი. ასე­ვე ამა თუ იმ ობი­ექ­ტზე უჭირთ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის შეშ­ვე­ბა, ეში­ნი­ათ, ვერ ბე­და­ვენ და ეს გა­სა­გე­ბია.

არა­და, თუ ლო­კა­ცია არ გვექ­ნე­ბა, გა­და­ღე­ბას სხვა­ნა­ი­რად ვერ შევ­ძლებთ. ამ შა­ბათ-კვი­რას თით­ქმის მზად იყო ეთერ­ში გა­სას­ვლე­ლი სე­რია, მაგ­რამ ერთი ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბა ვერ შევ­ძე­ლით იმის გამო, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ში იყო, ავა­დაა... ამი­ტომ დღე­ვან­დე­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი სე­რია ეთერ­ში ვერ გავა. ვი­მე­ო­რებ, ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ორი კვი­რით გავ­ჩერ­დით. და­ვაკ­ვირ­დე­ბით. შევ­ხე­დავთ... თუ ორი კვი­რის მერე ეპიდსი­ტუ­ა­ცია და­წყნარ­და, გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას. თუ კო­რო­ნა მო­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ყვე­ლას და­ე­მარ­თა, ცხა­დია, ვერ ვი­მუ­შა­ვებთ.

- ე.ი. მსა­ხი­ო­ბე­ბიც არი­ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი?

- კი, კო­რო­ნა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და და იზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×