რეზონანსი
15.01.2022

სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი წარუდგინა, - ამის შესახებ „ქრონიკას" სპეციალური საკონკურსო კომისიის მდივანმა, ნატალია ხოხიაშვილმა განუცხადა.

„კომისიამ ვიმსჯელეთ და თავმჯდომარეობის კანდიდატად შეირჩა სამი კანდიდატი, მათ შორის არიან გიორგი კალანდარიშვილი, თამაზ ფოლადაშვილი და გიორგი თევზაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია. წევრობაზე კი შევარჩიეთ 4 კანდიდატი", - განაცხადა კომისიის მდივანმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია 13 იანვარს გამოაქვეყნა, კომისიის წევრებთან კანდიდატების გასაუბრება კი 14 იანვარს გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×