რეზონანსი
16.01.2022

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ოთხდღიანი ლოდონის მიუხედავად კომენტარი არ გააკეთა, თუმცა დღეს საღამოს ტელეკომპანიასთან პირდაპირი ეთერის მოთხოვნით მივიდა.

„იმედის კვირის“ ავტორისა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიხლაძის თქმით, გადაცემის ეს ფორმატი არ ითვალისწინებს სტუმრების მოწვევასა და პირდაპირი ეთერის რეჟიმში ინტერვიუს ჩაწერას და ახლაც სთავაზობს მამუკა ხაზარაძეს, რომ სურვილის შემთხვევაში, უპასუხოს ჟურნალისტის შეკითხვებს და მისი კომენტარი გავა საინფორმაციო გამოშვებებსა და საჭიროების შემთხვევაში მომავალ კვირას „იმედის კვირაშიც“.

„ცოტა ხნის წინ, მამუკა ხაზარაძე მოვიდა „იმედის“ შენობასთან და ითხოვს პირდაპირ ეთერს. რეალურად ეს არის შოუ, რომელსაც ამ წუთებში საკუთარი მედიის წარმომადგენლებთან ერთად მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია „იმედთან“ დგამს. ჩვენ ოთხი დღეა მას შევთავაზეთ, კონკრეტული სიუჟეტისთვის დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, თუმცა, რატომღაც 4 დღის შემდეგ გაახსენდათ, რომ მათი ინტერვიუ და პოზიცია ამ სიუჟეტისთვის მნიშვნელოვანი იყო. დღის წესრიგი, რომელსაც ბატონი ხაზარაძე, გვთავაზობს, ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, აქ დღის წესრიგს ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს რესპონდენტებს და რა თქმა უნდა, ყველაზე რეიტინგული არხის ეთერი დაეთმობა მას, ვისაც ტელეკომპანია გადაწყვეტს. რაც შეეხება „იმედის კვირას“, ეს ფორმატი არ ითვალისწინებს სტუმრებსა და პირდაპირ ინტერვიუებს. შესაბამისად, ჩვენ ახლაც იგივე პოზიციაზე ვართ - თუ ბატონ ხაზარაძეს ექნება სურვილი გააკეთოს კომენტარი, უპასუხოს „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვებს, მისი კომენტარი გავა საინფორმაციო გამოშვებებში და თუ საჭირო იქნება მომავალ კვირას „იმედის კვირაში“. „იმედის“ გარე პერიმეტრზე მამუკა ხაზარაძე ითხოვს პირდაპირ ეთერს გადაცემაში, რომელიც არ ითვალისწინებს სტუმრებს და ეს არის კვირის ანალიტიკური გადაცემა“, - განაცხადა „იმედის კვირის“ ავტორმა და წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×