რეზონანსი
16.01.2022

დედაჩემმა ჩემ კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, - ამის შესახებ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნოეს შოუში“ განაცხადა.

მან ეთერიდან დედას მიმართა და თქვა, რომ ძალიან უყვარს და უდიდეს პატივს სცემს.

„ძალიან ცუდი პერიოდი იყო, რომელსაც ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. იყო ფინანსური პრობლემებიც. ცუდი დრო მაქვს ნანახი და ამან მოტივაცია მომცა. მინდოდა ჩემს ოჯახს ის ჰქონოდა, რაც სხვებს. ჩემი ოჯახის წევრები ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ. ვარჯიშზე ყოველთვის დედას დავყავდი. მამა მაგ დროს მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა. დედაჩემმა ჩეს კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×