რეზონანსი
17.01.2022

მგონი, „ნაციონალურ მოძრაობას" კოალიცია და რიგგარეშე არჩევნები დასჭირდება საკუთარ პარტიაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე პარტიის ლიდერებიც აღარ მალავენ, რომ პარტიაში დაყოფილები არიან მინიმუმ ორ ნაწილად.

"აქედან გამომდინარე, შეიძლება პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დასჭირდეთ, ამას აღარც მალავენ, დაყოფილები არიან კატეგორიებად, რადიკალი მიშისტები და დანარჩენი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

ამ პარტიის პოლიტიკური ველი ნელ- ნელა ცარიელდება და ეს უნდა შეავსონ იმ ობიექტურმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც სურთ, რომ საპარლამენტო ნორმალური პროცესი იყოს საქართველოში. აქედან გამომდინარე, შემოვა "ნაციონალური მოძრაობა" და ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო პროცესში, არის მათი გადასაწყვეტი,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×