რეზონანსი
17.01.2022

პროცესს სრულად ვმართავთ და რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ომიკრონის" შემთხვევაში კორონავირუსი საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს. შესაბამისად, მობილიზებული სამედიცინო პერსონალი თუ საწოლფონდი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე თეორიულად შესაძლოა დასჭრიდეთ.

„დელტა" შტამის დღეს მობილიზებული საწოლების რაოდენობა არის სრულიად საკმარისი. „დელტა" შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მეტი შემთხვევა გვქონდა - საშუალოდ 20% ჰოსპიტალში ხვდებოდა. დღევანდელი სტატისტიკით, აშშ-ისა და ევროპის მაგალითზე, ჰოსპიტალში „ომიკრონით" ინფიცირებულთა 4% შეიძლება მოხვდეს. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს სრულად ვმართავთ და რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ.

„ომიკრონის" შემთხვევაში კორონავირუსი მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქად. ის მობილიზებული მედიკოსები თუ საწოლფონდი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე შეიძლება, თეორიულად დაგვჭირდეს. ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ავადმყოფებს ბინაზეც და ჰოსპიტალშიც ვუმკურნალებთ. ამისთვის ყველა საჭირო მედიკამენტი ადგილზე გვაქვს.

იზოლაციისა და კარანტინის მიმდინარეობა 12-დან 8 დღემდე შევამცირეთ, რაც „ომიკრონის" შტამითაა განპირობებული, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს რომ ვნახულობთ, შეიძლება, ამის გადახედვაზეც ვიმსჯელოთ, რადგან აშშ-ში საჭიროა 5 დღე და არა 8", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×