რეზონანსი
17.01.2022

ექსპორტი მთლიანობაში არის გაზრდილი საქართველოში, ჩვენ გადავაჭარბეთ პანდემიამდელ - 2019 წლის მაჩვენებელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით, ფეროშენადნობებისა და აზოტოვანი სასუქების პარალელურად მოიმატა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმაც.

„2019 წელსაც ვამბობდით, რომ რეკორდული მაჩვენებელი იყო ექსპორტის, მაგრამ ახლა გაცილებით მეტია, 4 200 000 000-ზე მეტი ექსპორტი განხორციელდა გასულ წელს, მათ შორის, მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, რომ გადის უკვე ლიდერ პოზიციებზე სოფლის მეურნეობის პროდუქცია და არა მხოლოდ ტრადიციული ფეროშენადნობები ან დავუშვათ აზოტოვანი სასუქები. ქართული ღვინო არის მეტად დივერსიფიცირებული, მეტად დივერსიფიცირებულია მისი ექსპორტი, რაოდენობრივადაც ერთ-ერთი საუკეთესო და ისტორიულად მაქსიმალური მაჩვენებლები დაფიქსირდა, ეს არის არსებითად ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი,"- განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×