რეზონანსი
17.01.2022

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავი - გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ წინანდალთან, გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.

მიღებული დაზიანებებით 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×