რეზონანსი
18.01.2022

საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო, იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო საზოგადოება ასეთი გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ვოლსკის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ასპექტი არ არის.

"თუმცა არის ერთი საკითხი - ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფუნქციის ერთ უწყებაში გაერთიანება, იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო და აბსურდად მიიჩნევდნენ, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის პრინციპული პოზიცია იყო. ეს პიროვნება გიორგი გახარია იყო, ვინც მაინც ასე გადაწყვიტა, იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო საზოგადოება ორი ფუნქციის ერთ სტრუქტურაში გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგი გამოდიოდა. სამართლებრივ ნაწილში პარლამენტმა აბსოლუტურად გამართული გადაწყვეტილება მიიღო. ვადევნოთ თვალი თუ როგორ იმოქმედებს ერთი თუ მეორე უწყება მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×