რეზონანსი
18.01.2022

$800 მილიონიანი „ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა. Bm.ge-ის ინფორმაციით, კომპანიიდან თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე წავიდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის ნაწილობრივ დაუდასტურა ENKA-ს უკვე ყოფილმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემაც.

როგორც გავარკვიეთ, თავად მერაბ ლომინაძემ კომპანია ორი თვის წინ დატოვა.

„რამდენადაც ვიცი ოფისები დაიხურა... დემობილიზაცია მიმდინარეობს... რამდენადაც ვიცი, დიდი ნაწილი თანამშრომლების წასულია, სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ", - უთხრა ლომინაძემ bm.ge-ს.

როგორც ცნობილია, კომპანია ENKA-მ გასული წლის სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×