რეზონანსი
18.01.2022

ბატონ მშვენიერაძეს, რომელიც 2005-2012 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა, ხოლო შემდგომ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი გახლდათ, ნამდვილად ვერ დააბრალებ იმას, რომ სულხან მოლაშვილის საქმის დეტალები არ იცოდეს, მისი წამების საშინელ ფაქტებზე არ ჰქონდეს წარმოდგენა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის დღევანდელ განცხადებას.

„ბატონი მშვენიერაძის განცხადება მე უფრო შეურაცხყოფა მგონია ყველა იმ ადამიანის, სრულიად ერის, რომელმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განიცადა საშინელი დევნა, უფლებების უხეში დარღვევა, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობამდე მიდიოდა", - აცხადებს მათიკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×