რეზონანსი
18.01.2022

სააკაშვილმა დაარღვია ორი ქვეყნის კანონი - უკრაინის მესაზღვრეებს არ აქვთ საბუთი, რომ მან საზღვარი გადაკვეთა, ამიტომ მან პასუხი უნდა აგოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, - ამის შესახებ უკრაინელმა ანალიტიკოსმა ტარას ბერეზოვეცმა „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში მალულად დაბრუნებას მის მორიგ პოლიტიკურ ავანტიურად აფასებს.

„სააკაშვილმა რომ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ეს კრიმინალური სამართალდარღვევაა და მან პასუხი უნდა აგოს. ნებისმიერი მოსაზრება, რითაც არ უნდა ხელმძღვანელობდეს სააკაშვილი, მას კანონზე მაღლა არ აყენებს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ კანონი ყოველთვის ერთია. სწორედ რომ მის შემთხვევაში, მან კანონის ნორმები უნდა დაიცვას, რომ მაგალითი აჩვენოს. მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილი პოლიტიკური ავანტიურისტია. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებდა პრინციპით - მეგობრებს ყველაფერი, მტრებს კი კანონი. მან რამდენჯერმე მისცა თავს უფლება დაერღვია კანონი, ეს მისი ჩვეული მანერაა. ასე იქცეოდა უკრაინაში და ასე გააგრძელა საქართველოში. თუ მან საქართველოს კანონი დაარღვია, ამაზე პასუხი უნდა აგოს", - ამბობს ბერეზოვეცი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×