რეზონანსი
18.01.2022

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, დევნილთა განსახლების მიმართულებით დევნილთა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა აქვს.

„სააგენტო ახორციელებს მშენებლობას და შემდეგ გადასცემს სახლს თუ ბინას საკუთრებაში, რასაც სჭირდება დრო. არსებობს სხვა პროგრამაც - მაგალითად, საკონკურსო წესით ბინების შეძენა. ამ ეტაპზე ეს კონკურსი გამოცხადებულია, თუმცა საკონკურსო პროცედურებს სჭირდება ვადა. არსებობს მესამე გზაც, როდესაც სააგენტო სთავაზობს, 550 დოლარის ფარგლებში, თუ თავად მოიძიებენ ბინას, შეუძლიათ მომართონ განცხადებით სააგენტოს და განხილვის შემდეგ მათი მოთხოვნა მყისიერად დაკმაყოფილდება", - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×