რეზონანსი
18.01.2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის მაიკლ რაიანის განცხადებით, მსოფლიოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია, თუმცა, 2022 წელს კაცობრიობა ვერ შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას.

„აფრიკაში ვაქცინაციის დონე შეადგენს 7 %-ს. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ აცრები გრძელდება, არიან ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესის მიღმა რჩებიან. ჩვენ გვჭირდება მივაღწიოთ სამართლიანობას და დავიცვათ ყველაზე დაუცველი ჯგუფები ყველა ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის საკითხში.წელს ვერ დავამარცხებთ ვირუსს და ვერასოდეს შევძლებთ მის შეჩერებას. ეს პანდემიური ვირუსები უკვე წარმოადგენს ჩვენი ეკოსისტემის შემადგენელ ნაწილს. თუმცა, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ შევწყვიტოთ ეს საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში", - განაცხადა რაიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×