რეზონანსი
18.01.2022

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული, თუმცა იმისათვის, რომ მთლიანად, სისტემურად მოგვარდეს ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი.

„მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა და ამ დღეებში რთულია ბიუჯეტსა და სტატისტიკაზე საუბარი, თუმცა საკითხი არის აქტუალური და მხოლოდ რამდენიმე მონაცემს გაგიზიარებთ. ჯამურად თუ ავიღებთ, ამ წლების განმავლობაში დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, თუმცა იმისათვის, რომ დევნილებს მთლიანად, სისტემურად მოუგვარდეთ ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი. ნამდვილად მჯერა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება", - აცხადებს დავით სერგეენკო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×