რეზონანსი
19.01.2022

რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდას" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც "ჰონდას" ერთ-ერთი მგზავრი, ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ოთხი პირი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

დაშავებულებს შორისაა გარდაცვლილი ჩვილის დედა, მამა და ასევე მცირეწლოვანი ძმა, რომელიც კლინიკა "რუსთავიდან" თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკა რუსთავის დირექტორი აცხადებს, არ ფლობს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მათთან შეყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×