რეზონანსი
19.01.2022

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სულხან მოლაშვილის და მიხეილ სააკაშვილის შედარება არის რაღაც სარკაზმი და ხალხის დაცინვა. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

„იყო იმაზე საუბარი, რომ თურმე ექსპრეზიდენტს ხელით შეეხნენ და ურტყეს. იძულებული გახადეს იუსტიციის სამინისტრო, გამოექვეყნებინა კადრები. ახლა ამბობენ, რომ ეს იყო არასრული ვერსია და სხვა კადრებიც არსებობს, და ადარებენ იმას, რომ სულხან მოლაშვილს რომ შეზღუდული ჰქონდა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, სააკაშვილზეც იგივე შეიძლება ითქვას. ეს არგუმენტი გვესმის ადვოკატების მხრიდან. მე მგონია, რომ ამ თემის პოლიტიკური ნაწილი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რამხელა განსხვავებაა მიხეილ სააკაშვილისა და სულხან მოლაშვილის შემთხვევებს შორის. რაც კადრები ვიხილეთ - თუ არ ემორჩილები ბადრაგს, მას შეუძლია დაშვებულ ფარგლებში გამოიყენოს ძალა, მაგრამ ცემა-ტყეპა და წამება, რაც სააკაშვილის დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო, დაუშვებელია, ვინც არ უნდა იყოს პატიმარი. ასე რომ, ეს ყველაფერი ხდება გარკვეული თემების გადასაფარად“, - აცხადებს ვოლსკი.

ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პროკურატურასთან გაკეთებული კომენტარის დროს გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და პარალელი სულხან მოლაშვილის საქმესთან გაავლო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×