რეზონანსი
19.01.2022

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია „ომიკრონის“ გავრცელების განსაკუთრებულ სისწრაფესა და ბუსტერ-დოზის დაცვისუნარიანობაზე წერს:

"ძალიან იცავს!

ეპიდემიოლოგიაში ყოველ წვრილმანს და დეტალს აქვს მნიშვნელობა: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით (ანუ, საერთო ლანგარიდან გადასაღები საკვები), ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე! დაავადებული წინა დღის გატესტილი იყო (უარყოფითი), ხოლო ერთობლივი სადილიდან მეორე დღეს უკვე სიმპტომები გაუჩნდა და ახალმა ტესტმაც დადებითი აჩვენა - ანუ, კონტაქტის დროს, ვირუსის გავრცელების მხრივ, მაქსიმალურად სახიფათო. ჩემმა ბუსტერმა ასეთ სიტუაციაშიც გაქაჩა, თუმცა გადარჩენის შანსი, ასეთი კონტაქტისას, აცრის იმედად 30-40% -ზე მეტი მაინც არაა... ცოტა კიდეც დამწყდა გული- ორგანიზმი ვირუსთან საბრძოლველად მზად მქონდა, თუმცა მაინც ჯობია, რომ არ დამემართა! წუხელ გავიტესტე - უარყოფითი და არც არაფერი მაწუხებს",- წერს ექიმი ფეისბუქზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×