რეზონანსი
20.01.2022

აშკარად დაგვიანებული პასუხია. სავარაუდოდ, სადმე კანცელარიის უჯრაში იყო და იანვარში გაახსენდათ ექს-პრეზიდენტისთვის ციხეში შეგზავნა - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე პატიმარ სააკაშვილისადმი გამოგზავნილ წერილზე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, წერილს ხელს აწერენ არა შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, არამედ მათი კაბინეტების/აპარატების ხელმძღვანელები.

„ევროპიდან პატიმარ სააკაშვილისადმი გამოგზავნილ წერილზე: აშკარად დაგვიანებული პასუხია. სავარაუდოდ, სადმე კანცელარიის უჯრაში იყო და იანვარში გაახსენდათ ექს-პრეზიდენტისთვის ციხეში შეგზავნა. წერილს ხელს აწერენ არა შარლ მიშელი (ევროპული საბჭო) და ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისია), არამედ მათი კაბინეტების/აპარატების ხელმძღვანელები. არსადაა ნახსენები სააკაშვილის "პოლიტიკურ პატიმრობაზე/დევნაზე". მხოლოდ დაკვირვება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამართლიან, გამჭვირვალე სასამართლო პროცესზე. სტანდარტული პასუხია შემოსულ წერილზე. " - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×