რეზონანსი
21.01.2022

ლუკა კურტანიძემ გიგი უგულავას შესახებ ისაუბრა და დაემუქრა კიდეც:

„ქართულმა ოცნებამ” ეს ქალაქი სიცოცხლის ქალაქად აქცია. იყო დრო, როცა შიშით დადიოდა ხალხი. გვახსოვს ყველას ტელეფონს ვშლიდით სხვა ოთახში გავდიოდით იმის შიშით, რომ სადმე რეჟიმის მარწუხები არ დაგვხვედროდა. სააკაშვილი, როგორც პიროვნება, რომელმაც სისტემური რეჟიმი შექმნა, უნდა გასამართლდეს და პოლიტიკური ველიდან უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა. 

გიგი უგულავა ათასობით ადამიანის წინაშე გამოდის და მთელ ერს აგინებს. ამ ადამიანს როგორ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ საზოგადოებასთან ისაუბროს. შემდეგ მე დამიჯდეს დებატებზე. მე გიგი უგულავასთან ვერ ვიკამათებ, რადგან გავუბრტყელებ იმ სახეს როგორც კი პირველად ვნახავ. სანამ ჩემს დედას და საზოგადოებას შეაგინებს პოლიტიკოსი, რომელსაც ქალაქის მერი ერქვა, ბოდიში უნდა მოიხადოს მეორე დღეს თუ პოლიტიკაში რამე ემოციებით წამოცდა. თუმცა გავეშებულია ეს აადამიანი“, - განაცხადა "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში კურტანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×