რეზონანსი
21.01.2022

„ომიკრონის" შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში იყო, რაც ქმნის იმ რისკებს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" განაცხადა.

„ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სიფრთხილე, რომ რეინფიცირებამ და არავაქცინირებული მოსახლეობის დაავადებამ სექტორის გადატვირთვა არ გამოიწვიოს", - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

„მიმდინარე პერიოდში, ახლა მაინც, როდესაც ვხედავთ, რამდენად მაღალია შემთხვევების რაოდენობა, პირბადის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მარტივი საშუალება, რაც რეალურად მაღალეფექტურია და არავინ კითხვის ნიშანს არ სვამს იმაზე, პირბადე დაგვიცავს, თუ არ დაგვიცავს. რა თქმა უნდა, დაგვიცავს და ამდენად, ახლა მაინც უნდა გამოვიყენოთ ყველა გზა, რათა ამ ნაწილში გავაუმჯობესოთ საკუთარი პასუხისმგებლობაც და კონტროლიც", - განაცხადა გაბუნიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×