რეზონანსი
21.01.2022

ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში პრაქტიკულად ყველა ადგილი შევსებულია, რეანიმაციაში კი არც ერთი ადგილი აღარ არის.

როგორც მაია ჩხაიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 ბავშვი იმყოფება. მისივე თქმით, კლინიკაში ჯამში, 175 საწოლია, აქედან 25 რეანიმაციული და ყველა ადგილი როგორც პალატაში, ასევე რეანიმაციაში, სრულად არის შევსებული.

ჩხაიძე მშობლებს ურჩევს, თუ ბავშვი მოზრდილია და საგანგაშო ნიშნები არ აქვს, სახლის პირობებში უმკურნალონ, წლამდე ბავშვები კი, სასურველია სტაციონაში მოთავსდნენ.

„ბავშვის გადმოყვანას წყვეტს სასწრაფო, ამიტომ მშობლებს ვთხოვ, განგაშს ნუ ატეხენ, როცა ბავშვი მოზრდილია, არ არის მივარდნილი, სითხეს ღებულობს, ღებინება არ აქვს და თუ სატურაცია არ უვარდება, არ არის საჭირო მათი კლინიკაში გადაყვანა. წლამდე ასაკის ჩვილები და ახალშობილები სასურველია ჰოსპიტალში მოხვდნენ, რადგან შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდეს. ყველა პაციენტი არ საჭიროებს გადაყვანას, ჩვეულებრივ შეიძლება იმართონ ბინის პირობებში თუ მსუბუქად აქვთ კორონავირუსი, როგორც ეს ხდება სხვა ვირუსული დაავადებების დროს",- განაცხადა ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×