რეზონანსი
21.01.2022

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, "ომიკრონის" უპრეცედენტო გავრცელება წითელას მაჩვენებელს უახლოვდება. ის ამასთანავე მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებს ასახელებს და ამბობს, რომ სრული შეცდომაა გავრცელებული მოსაზრება, რომ "ომიკრონი" სიკვდილიანობას არ იწვევს:

"ომიკრონის" გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რომელიც თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება, ჯამური რაოდენობით პაციენტებს თუ შევხედავთ, არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და არ იწვევს ადამიანების სიკვდილს. ეს არის ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იქედან გამომდინარე, რომ ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად. გამოსავალი აქედან არის პირბადის გამოყენება და "ბუსტერული" დოზის აუცილებლობა. 3 თვე თუ გავიდა აცრიდან აუცილებლად დაიმატეთ "ბუსტერ" დოზა, ეს არის თითქმის 90% გარანტია, რომ მძიმე დაავადება არ განვითარდეს,"- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×