რეზონანსი
21.01.2022

რუსეთმა აღიარა და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მთავარი, რისიც მას ეშინია არის მის საზღვრებთან მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანება, - ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რითაც რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიის პრევენციისათვის აუცილებელია დასავლეთის მიერ უკრაინასა და საქართველოსთვის ნატოს კარის გაღება და ამავე დროს, სანქციების მუქარა კი არ უნდა იყოს აშშ-დან არამედ, „ეს სანქციები უკვე ძალაში უნდა იყოს მოყვანილი".

„ორად ორი გზა არსებობს იმის პრევენციის, რომ პირველი, სახეზე არ იყოს შემდგომი ინტერვენცია და მეორე, ეს სტატუს-კვო, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და ოკუპაცია და ანექსია დასრულდეს. ამისათვის კი არ უნდა ვემუქრებოდეთ ისეთი არნახული სანქციებით, რომელიც თავზარდამცემი იქნება მისთვის, როგორც ამას ამბობენ დღეს ამერიკელები, არამედ ეს სანქციები უკვე ძალაში უნდა იყოს მოყვანილი და მეორე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს კარის გაღება იმიტომ, რომ ეს არის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია რუსეთს. თუკი ამას ჩვენ ვამბობდით ლოგიკის, ანალიზის, არგუმენტების საფუძველზე, დღეს ეს უკვე ფაქტია იმიტომ, რომ თავად რუსეთმა აღიარა და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მთავარი, რისიც მას ეშინია არის მის საზღვრებთან მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანება და სწორედ ეს იქნება ყველაზე მთავარი პრევენცია, პრაქტიკულად უზრუნველყოფა იმისა, რომ შემდგომი ინტერვენცია აღარ მოხდეს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×