რეზონანსი
22.01.2022

შეიძლება, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა პარტიასთან ჩვენი იდეების განხორციელებისთვის, პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ რასაც კოალიცია ჰქვია, ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე „გირჩი" იხილოთ რომელიმე პარტიასთან კოალიციაში, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს.

„ჩვენ ზოგადად კოალიციის მიმართ კრიტიკულად ვართ განწყობილი. შეიძლება, ვითანამშრომლოთ პარტიებთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან", „ქართულ ოცნებასთან", „სტრატეგია აღმაშენებელთან", „ლელოსთან" ჩვენი იდეების განხორციელებისთვის, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ზოგადად, რასაც კოალიცია ჰქვია, მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე „გირჩი" იხილოთ რომელიმე პარტიასთან კოალიციაში.

ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმება გვაქვს სხვადასხვა რეფორმაზე. თუ ისინი გაიხსენებენ ამას და იტყვიან, რომ მხარს გვიჭერენ, მაგალითად, პრივატიზაციაზე, ძალიან გაგვიხარდება და ვითანამშრომლებთ. იგივე თემით მივალთ „ქართულ ოცნებასთან" და თუ მთელი პარლამენტი შეთანხმდება, რომ ქვეყანაში პრივატიზაცია გავაკეთოთ, „ნაციონალურ მოძრაობასაც" ვეტყვი მადლობას და „ქართულ ოცნებასაც". მაგრამ უბრალოდ, რომ ვირტუალურად გავერთიანდეთ გაურკვეველი იდეის ირგვლივ, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×