რეზონანსი
22.01.2022

ყველაფერს ვიფიქრებდით, მაგრამ სიტყვა სამძიმარს რომ ჩვენთვის ვერ გაიმეტებდნენ ვერა, თუნდაც ჩვენი აფხაზეთის მთავრობა, პრემერმინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ამას თუ გააკეთებდნენ, სიტყვა სამძიმარი 7 ასოსგან შედგება და ეს ვერ გაიმეტეს ჩვენთვის - ამბობს "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, "მთავარის" 9 საათიან გამოშვებაში ჩართვისას სანატორიუმ ქართლის მცხოვრები, დევნილი ესმა ბაღათურია.

ზურაბ ქირია, რომელმაც პროტესტის ნიშნად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დღეს დაკრძალეს. დევნილებისთვის არავის მიუსამძიმრებია. 

უკვე ორშაბათიდან კუთვნილი ბინების მოთხოვნით, ისინი აქციებს იწყებენ:

"12 საათზე ვიქნებით ჯანდაცვის სამინისტროსთან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზურას სისხლმა უკვალოდ არ ჩაიაროს. ეს შეიძლება გაგრძელდეს თვეები, მაგრამ გავაკეთებთ იმას, რაც მან პირადად ჩემთვის გააკეთა. ის ხომ პირადად ჩემთვის, ესმას გულისთვისაც გადმოხტა და გაწირა თავი?" ამბობს ესმა ბაღათურია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×