რეზონანსი
23.01.2022

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე იანვრის ბაშოს მე-15 და ბოლო საშეჯიბრო დღეს მე-2 მაეგაშირა იჩინოჯოს შეხვდა. ტოჩინოშინს და მის მეტოქეს ამ ბრძოლამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 7-7-ზე ჰქონდათ, შესაბამისად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოშის) დაფიქსირებამდე ორივე მათგანს 1 მოგება აშორებდა.

ბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და მძლავრი შეჯახების შემდეგ სუმოისტები უკეთეს პოზიციაში დადგომასა და მეტოქის დოჰიოდან გადაყვანას ცდილობდნენ. საბოლოო ჯამში, ეს იჩინოჯოს გამოუვიდა, იორიკირით მოიგო და დადებითი ბალანსიც მან გაიფორმა.

34 წლის ლევან გორგაძემ ზედიზედ მე-7 ბაშო დაასრულა უარყოფითი ბალანსით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×