რეზონანსი
25.01.2022

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს.

ამის შესახებ საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

გარდა ამისა, ინფიცირების ზრდის მიუხედავად არ იგეგმება არც სკოლები დახურვა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ შეზღუდვები დაწესდება ეს სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს.

„ამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობამ და ქვეყნების ეკონომიკამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ. დღეს იყო სერიოზული ანალიზი განათლების სამინისტროს მხრივ სკოლებზე, მოყვანილი იქნა პროცენტი, 2300-მდე სკოლიდან რაც არსებობს, რამდენია ონლაინ რეჟიმზე და ძალიან პატარაა ეს პროცენტი, აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. მთავარი სლოგანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს არის, რომ სხვა სფეროებთან შედარებით სკოლის დახურვაზე ყველაზე გვიან უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და ყველაზე ადრე გახსნილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×