რეზონანსი
25.01.2022

ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ მძიმე კლიმატში თუ ადამიანი მიდრეკილია ძალადობისკენ, მაშინ შეიძლება მივიღოთ მძიმე შედეგი , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატი, რომელიც მისი თქმით, ძალადობას ახალისებს, ყველაზე ახდენს გავლენას.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პოლიციელების საქციელს არ განვაზოგადებ მთლიანად საქართველოს პოლიციაზე, ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატი, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ძალადობის წახალისებით, დაუსჯელობით, მოძალადეების პირდაპირ კულტივაციით ქვეყნის შიგნით შექმნა, გავლენას ახდენს ყველაზე. ბუნებრივია, ამას გავლენა აქვს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზეც. თუ ადამიანი მიდრეკილია ძალადობისკენ, მაშინ შეიძლება მივიღოთ ასეთი მძიმე შედეგი" , - განაცხადა ბოკერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×