რეზონანსი
25.01.2022

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი „ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა დასავლეთს და მოსკოვს შორის იდეოლოგიური განსხვავებები თვალნათლივ წარმოაჩინა.

„ფაქტობრივად, ცივ ომთან გვაქვს საქმე. ცივი ომის ახალი ეტაპი გასული წლის 17 დეკემბერს დაიწყო, როდესაც რუსეთმა მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა აშშ-ს. ყოველივე ეს ქმნის მკაცრი ურთიერთდაპირისპირების ერთიან სურათს აშშ-სა და რუსეთს შორის, სადაც აშშ კვლავ გაერთიანებული დასავლეთის ლიდერად გვევლინება. რუსეთს თავდასხმის უნარი არ აქვს. უკვე მერვე წელია, შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ის, რომ ოფიციალურ დონეზე არაა აღიარებული დონბასში რუსი სამხედროების არსებობა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში მხარეს არ წარმოადგენს. მშვენივრად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის არმია. ჩვენ მას უკვე ვებრძვით და დღეისათვის უკრაინული დაზვერვა ვერ ხედავს ჩვენი საზღვრის სიახლოვეს ომის დამწყები, დამრტყმელი ჯგუფების ფორმირებას, ამიტომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული მიმართულებებით ძალების გადასროლა ჯერ არ ხდება", - განაცხადა ექსპერტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×