რეზონანსი
25.01.2022

ნორვეგიამ ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჯანდაცვის ინსტიტუტის რეკომენდაციით, მთავრობა ქვეყანაში შემომსვლელთათვის კარანტინის ვალდებულებას აუქმებს, ვინაიდან ეს ზომა აუცილებლად აღარ ითვლება. ახალი წესები 26 იანვრიდან ამოქმედდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე 10-დღიან კარანტინში ყოფნა უწევდა ნორვეგიაში ჩასულ ადამიანს, რომელიც ორჯერადად არ იყო აცრილი ან კორონავირუსი არ ჰქონდა გადატანილი. თუმცა, ხელისუფლების ინფორმაციით, ასეთი მოგზაურების წილი მხოლოდ 7%-ს აღწევს, რაც ვირუსის გავრცელებაში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს.

ამასთანავე, ქვეყანაში ჩასული პირები ვალდებულები იქნებიან, ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×