რეზონანსი
26.01.2022

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო გენერალური მდივნის მოადგილესთან და ასევე ნატო - საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც სიტყვით მივმართე და მოგვეცა დისკუსიის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კვლავ მოვისმინეთ მყარი მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მიმართ.გვქონდა შესაძლებლობა მოხსენებაში და შემდეგ დისკუსიაში გვესაუბრა დემოკრატიულ რეფორმებზე , რომლებიც საქართველოში ხორციელდება და დაგეგმილია გატარდეს განსაკუთრებით საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით პარლამენტის საქმიანობას მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო და ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნების მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×