რეზონანსი
27.01.2022

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხატია ღოღობერიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც ირაკლი კობახიძე არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფება, სადაც ბავშვის სახე დაფარული არ არის.

მისი თქმით „მთავარი არხის" მხრიდან ეს „ქართლი ოცნების" თავმჯდომარეზე და მის არასრულწლოვან შვილზე ერთგვარი ბულინგის მცდელობა იყო.

„დესტრუქციული სააკაშვილის ფსევდოევროპული, ფსევდოემდასავლეთე პარტიის სამარცხვინო „მთავარმა არხმა" იერიში მიიტანა ირაკლი კობახიძეზე და მის ოჯახზე. ვიდეოში, რომელსაც არასდროს გავაზიარებ, ბულინგის მცდელობა იყო ირაკლის არასრულწლოვან შვილზე. „ნაცობა" რომ სამარცხვინო გოიმობაა, დიდი ხანია ცნობილია. ბავშვებს ნუ ეხებით გარეწრებო!!!"- წერს აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×