
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.
გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია.
ამასთან, კომიტეტის წევრებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. ორივე კანდიდატს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურებს კომიტეტის წევრებმა რეკომენდაცია არ გაუწიეს.
საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
გასული წლის დეკემბერში პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით.