რეზონანსი
28.01.2022

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის, იყო იმ ავტომობილის მფლობელი, რომლითაც ბრალდებულები მკვლელობის ადგილას მივიდნენ. დღეს დაკავებულებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

"წარმოდგენილი იყო ბრალდების მხარის სამი მოწმე, რომელთაც დაადასტურეს, როგორ მიაქირავეს მათ ავტომობილი ბრალდებულებს. ასევე, მოხდა დემონსტრირება, რა მარშუტით და მიმართულებით გადაადგილდებოდნენ ნაქირავები ავტომობილით ბრალდებულები. ავტომობილში მობილიზებული იყო საკვები, კონტეინერები, ტანსაცმელი და სხვადასხვა ფორმის ქუდები," - განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა.

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან დაკავებულები. მათ ბრალი ედებათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალით მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×