რეზონანსი
28.01.2022

დღეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბი­დან 16 წელი გა­ვი­და. 28 წლის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი და მისი მე­გო­ბა­რი ძა­ლოვ­ნებ­მა გა­ი­ტა­ცეს და მე­ო­რე დღეს, 28 იან­ვარს, სან­დრო ოქ­რო­ყა­ნა­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მას სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სან­დროს მკვლე­ლო­ბა ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მეა.

16 წე­ლია, ამ დღეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საფ­ლავ­თან მისი მამა, გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი, სან­დროს მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

"სან­დრო ყო­ველ­თვის არის და იქ­ნე­ბა. დღე­საც ვიკ­რი­ბე­ბით სან­დროს საფ­ლავ­თან. 13 თე­ბერ­ვალს სან­დროს და­ბა­დე­ბის დღეა და ამ დღეს ყო­ველ­თვის სვა­ნეთ­ში, მეს­ტი­ა­ში ვარ, იქ ჩა­მო­დი­ან ბი­ჭე­ბი, სან­დროს მე­გობ­რე­ბი, მაქ­სი­მუმ ერთი კვი­რით და ყო­ველ წელს იქ ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ მის და­ბა­დე­ბის დღეს. სულ მო­დი­ან ჩემ­თან. ეს არ არის ის ურ­თი­ერ­თო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ მი­დი­ან და მერე აღარც ახ­სოვთ, ან ეპი­ზო­დუ­რად ახ­სოვთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის და და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ჩვენ­თან ასე არ არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის მე­გობ­რებს სან­დრო ყო­ველ­დღე ახ­სოვთ და მე მათ­თან თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. დი­დია სან­დროს ბი­ჭე­ბის როლი, მას მარ­თლა კარ­გი მე­გობ­რე­ბი ჰყავს. ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა მე­გობ­რებ­ში", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

მისი თქმით, ტრაგედიის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წევრს სინანული არ გამოუხატავს.

"ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ერ­თოდ ჭკუ­ი­და­ნაა გა­და­სუ­ლი და არ იცის, რას ამ­ბობს. რა უნდა თქვა მას­ზე? ან რო­მელ სი­ნა­ნულ­ზეა სა­უ­ბა­რი, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია მოხ­და და სი­ნა­ნუ­ლი მისი მხრი­დან კი არა, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" არც ერთი წევ­რის მხრი­დან, არა­ვის გა­მო­უ­ხა­ტავს. ახ­ლაც იმას ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თლე­ბი ვარ­თო. თურ­მე, დღეს ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ზე ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ დროს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. არ მინ­და ახლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს. ბევ­რი რა­მის გახ­სე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

ვერც გა­ი­გებ, პირ­ვე­ლი მე­ო­რე ცო­ლია, თუ რა ხდე­ბა მის პი­რად­ში, მაგ­რამ მა­შინ, როცა ირი­ნა ენუ­ქი­ძე ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­ო­და და შვი­ლის მკვლე­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და, სან­დრა რუ­ლოვსმა თქვა, დაჯ­დეს სახ­ლის კუ­თხე­ში და იტი­როს, ქუ­ჩა­ში კი არ უნდა გა­მო­დი­ო­დე­სო. ამ ხალ­ხზე სხვა რა უნდა ვი­ლა­პა­რა­კო, რა სი­ნა­ნულ­ზეა ლა­პა­რა­კი? მი­ჭირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი", - თქვა მან.

წყარო: კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×