რეზონანსი
28.01.2022

საზოგადოება დაიღალა და ორი თემა არის რეალურად, საზოგადოებაში - რა გვეშველება არის ერთი თემა და რამ უნდა გვიშველოს; მე მგონი, რამე თუ არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ რაღაც ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა და კიდევ სამი წელი რჩება; მიმაჩნია, რომ წარმოვადგენ ამ საზოგადოების განცდას, ჩემშიც არის ეს, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში, რაღაცნაირად უნდა გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში. ეს არ იქნება რაღაც ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის რაღაც პოლიტიკური პარტიების შერიგება, ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა; ეს არის ჩემი დაწყებული პროცესი, ჩემი ინიცირებული პროცესი, მაგრამ ეს იქნება საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული და რომლის ფორმა იქნება თვით საზოგადოების მიერ შექმნილი და თემებიც წარმოიშვება საზოგადოებიდან.

რით იწყება ეს პროცესი, იმით, რომ წარსულზე და წარსულის არც ერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული, არ გვაქვს სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია; ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედებით, არაფერზე არ ვართ შეთანხმებული, არც ერთ ფურცელზე ამ ისტორიის და ეს ნიშნავს რას, რომ ყოველ ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია, იმ ოჯახის ახსნა-განმარტება ამ ფურცლების; ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ დღეზე და მომავალზე, ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად ამ სხვადასხვა პერიოდის მანძილზე და ჩაბეტონებულია; ჩვენ თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება, უფრო კიდევ გაღრმავდეს. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, მაგრამ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს დაპირისპირება და ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორც ჩვენ გვინდა ყველას, მე ამაში ვარ დარწმუნებული, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო. ამიტომ ეს არის ჩემო მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არის პასუხისმგებელი ერთგვარ ერთიანობაზე, კიდევ ერთხელ, არა ჯადოსნური ერთიანობა და არა ის, რომ ყველაფერზე ჩვენ შევთანხმდებით, ეს ილუზიაა, რომელსაც მე არ მივეცემი, მაგრამ ჩვენ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×