რეზონანსი
28.01.2022

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 იანვრიდან თბილისის სერვის ცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილსის სერვის ცენტრებში ვიზიტის ნაცვლად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge.

„განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს. არსებულ ვითარებაში GWP მოუწოდებს მომხმარებლებს მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად ადგილზე ვიზიტი შესაძლებელია მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრში და ასევე, რუსთავის წყლის მომხმარებლებისთვის - ქალაქ რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩა N5- ში მდებარე სერვის ცენტრში.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით“, - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×