რეზონანსი
28.01.2022

არ ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ სააკაშვილის თავისუფლება შეიძლება გახდეს პოლარიზაციის საწყისი. პირიქით, როდესაც პოლიტიკური შურისძიებაა და სასამართლო არ არსებობს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩამოთვლილი ბერკეტების საშუალებით ბიძინა ივანიშვილი „რეპრესიების რეჟიმში" ამყოფებს ოპოზიციურ პარტიებს და სწორედ ამიტომ მესამე პრეზიდენტი ციხეში იმყოფება.

„ჩემი ღია მხარდაჭერა გამოვხატე იმ პროცესისა და ინიციატივების მიმართ, რომელიც წამოიწყო საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ. ასევე ვთქვი, რა უნდა ყოფილიყო მთავარი პლატფორმა ამ ინიციატივისთვის და ერთ-ერთი მთავარი იყო პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე მორატორიუმი, რაც გულისხმობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეჩერებას. რეალური ნაბიჯი გულისხმობს მძიმე გარემოს შემსუბუქებას იმით, რომ რაღაც საერთო თამაშის წესებზე შევთანხმებულიყავით.

ყველას ერთად, მათ შორის პრეზიდენტს, როგორც შეთანხმების ერთ-ერთ ინიციატორს, უნდა გვესმოდეს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად ძალიან მძიმე ფორმულის შესაცვლელად - პოლიტიკური მართლმსაჯულების დასასრულებლად, იმის გასაცნობიერებლად, რომ პრეზიდენტები ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული არ უნდა იყვნენ. შესაბამისად, თუ სახელმწიფოებრივად ვუდგებით, ეს ყველაფერი უნდა გავაცნობიეროთ. ვფიქრობ, რომ შედეგიც შესაბამისი უნდა დადგეს. ვერ გეტყვით, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს თანხმობის ინიციატივამ, რადგან კონკრეტული ნაბიჯები, ჯერჯერობით, არ განხორციელებულა. ვერ გეტყვით რა შეიძლება ვთქვა ამ ეტაპზე, რადგან თანხმობა მესმის, როგორც რაღაც საკითხებზე საერთო ნიშნულის პოვნა. ახლა რაიმე პოზიტიურ მოლოდინებზე საუბარი ძალიან რთულია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×