რეზონანსი
14.05.2022

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც არესტოვიჩი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს მთავრობაზე საუბრობს.

წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ომში ჩართვას და სისხლისღვრას არ აპირებს.

"საქართელოს მთავრობა ომში არ ჩაერთვება და არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს. ეს გზა მრავალჯერ გავიარეთ და ამ გზამ არაფერი სასიკეთო ჩვენ არ მოგვიტანა. ქარავანი მიდის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას და ამ მშვიდობას დავიცავთ სულ,"- აცხადებს წულუკიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×