რეზონანსი
14.05.2022

„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამსუბუქებლად.

სამდღიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდ მსხვილ ეკონომიკურ ძალას სურს, დააჩქაროს ძალისხმევა რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების დასასრულებლად.

„რუსეთის აგრესიულმა ომმა წარმოქმნა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი უახლეს ისტორიაში, რომელიც ახლა საფრთხეს უქმნის ყველაზე დაუცველებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავაჩქაროთ კოორდინირებული მრავალმხრივი რეაგირება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ამ მხრივ, გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაზე დაუცველ პარტნიორებს გვერდში დავუდგეთ", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ასევე, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების საგარეო უწყების ხელმძღვანელები ბელარუსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რუსეთის ინტერვენციის ხელშეწყობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×